რას ითხოვს იაგო ნებიერიძე გიორგი გახარიასგან ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელის დასახელების სანაცვლოდ ?

რას ითხოვს იაგო ნებიერიძე გიორგი გახარიასგან ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელის დასახელების სანაცვლოდ ?

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძე შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ნებიერიძემ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და ამაზე უნდა მინისტრს დაელაპრაკოს.

"ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი იცის და ამისთვის გიორგი გახარიასთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს. თქვა - დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო" - განაცხადა პაპოშვილმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ რას მოითხოვს ნებიერიძე. შეხვდება თუ არა მინისტრი მსჯავრდებულს, ამის შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იაგო ნებიერიძემ ერთხელ უკვე "დაასახელა" 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საფლავის ადგილსამყოფელი. სამართალდამცველები, რამდენიმე დღის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ეძებდნენ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა მსჯავრდებულმა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.