“სულელი ბიჭი…” – “ყველა შედეგი პირადად მას მოეკითხება”

“სულელი ბიჭი…” – “ყველა შედეგი პირადად მას მოეკითხება”

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამის გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ანი კიკნაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“უკვე წარმომიდგენია, როგორ შემოირტყამს თავში ხელებს ზელენსკი. სულელი ბიჭი, როგორც ვფიქრობდი… “, – დაწერა ანი კიკნაძემ სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძინა: – “ზელენსკის არავინ ეკითხება რა გააკეთოს, მაგრამ ყველა შედეგი პირადად მას მოეკითხება”

საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს კიევში ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით საღამოს 05:00 საათზე, ვარშავიდან ჩაფრინდება.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებით ჩამოერთვა.