“შეკითხვა დასვა თუ ოდნავ დააშანტაჟა?.. – უზრდელური ანდაზა მახსენდება ამათ ყოფაზე – ჩემი შენ გითხარიო, დედა … ო

“შეკითხვა დასვა თუ ოდნავ დააშანტაჟა?.. – უზრდელური ანდაზა მახსენდება ამათ ყოფაზე – ჩემი შენ გითხარიო, დედა … ო "

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელიც მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ შალვა შავგულიძე წინა ხელისუფლების დროს სისტემას ებრძოდა.

“მეგობრებო ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარია, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია? ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე ოთო კახიძე და იმას ჰკითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხომ არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით? არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა.”– დაწერა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქზე” ელენე ხოშტარიასადმი მიმართვისას.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის შესაბამის განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატუ ხათუნა ხოფერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე ეხმაურება:

“ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხომ არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით?”- ეს შეკითხვა დასვა ნიკა გვარამიამ.

შეკითხვა დასვა თუ ოდნავ (ჯერჯერობით) დააშანტაჟა?…

ერთი ქართული უზრდელური ანდაზა მახსენდება დღევანდელ ამათ ყოფაზე…  – ჩემი შენ გითხარიო, დედა … – ო “, – დაწერა ხოფერიამ სოციალურ ქსელში.