18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ემპ ფიდლერი (AMP FIDDLER ft.: Drummer From Detroit (USA)), ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)).
ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles" გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი - ემპ ფიდლერი დაიკავებს, სპეციალური სტუმრით - Drummer From Detroit. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო" დახურავს.
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ბილეთები 3 ივნისიდან ონლაინ TKT.GE-ზე გაიყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.
ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, Music Box, The Financial, Marketer, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, STAR FM.
ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების შესახებ:
- CORY HENRY & The Funk Apostles (USA) – გოსპელის, ჯაზისა და ფანკის ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ვოკალისტმა, ორღანისტმა და პიანისტმა, გრემის ჯილდოს მფლობელმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY) მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. მუსიკოსის კარიერის პირველი ნაბიჯები გოსპელისა და სხვა მუსიკალური ჟანრის შემსრულებელ ცნობილ არტისტებთან (Snarky Puppy, Michael McDonald, P. Diddy, Boyz II Men, Kenny Garrett, The Roots, Israel Houghton, Donnie McClurkin, Kirk Franklin, and Yolanda Adams) ერთად მასშტაბურ საკონცერტო ტურს უკავშირდება. კარიერის განმავლობაში კორი ჰენრის სამი ალბომი აქვს გამოშვებული - First Steps (2014 წელი) და The Revival (2016 წელი), Art of Love (2018 წელი). სამივე ალბომმა მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა. კორი ჰენრის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომების ნომინაციებში მოხვდა.
AMP FIDDLER ft.: Drummer From Detroit (USA) - მუსიკალური გმირებით სავსე ამერიკულ ქალაქ დეტროიდში ემპ ფიდლერი გასული საუკენეების 80-იანი წლებიდან დღემდე საუკეთესო ფანკ-შემსრულებლად ითვლება. კარიერის განმავლობაში მან არაერთ ლეგენდარულ მუსიკოსთან განახორციელა სხვადასხვა კოლაბორაციული პროექტი, მათ რიცხვში არიან პრინცი, ჯორჯ კლინტონი და ჯეი დილა. ემპ ფიდლერის დამსახურებაა ცნობილი ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ბენდის Slum Village-ის მსოფლიო წარმატებაც.
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი ფანკ-მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე უახლესი პროექტით - AMP FIDDLER ft.: Drummer From Detroit წარდგება. პროექტის ფარგლებში ფიდლერი თანამშრომლობს თავის „ძველ მეგობართან"- ანდრესთან, რომელსაც მსმენელი იცნობს, როგორც „დრამერს დეტროიდიდან". ის 90-იანი წლებიდან დღემდე ქმნის საუკეთესო ფანკ-მუსიკას, რომელშიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და სხვა მუისკალურ მიმდინარეობებსაც.
INCOGNITO - ეისიდ-ჯაზი (ACID-JAZZ) - ბრიტანული ჯგუფის ინკოგნიტოს დებიუტი ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა, რასაც 1981 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომი Jazz Funk მოჰყვა. მას შემდეგ ბენდის წევრებმა თითქმის 40 წლიანი უწყვეტი კარიერის განმავლობაში დამატებით კიდევ 15-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს. დროთა განმავლობაში ჯგუფის წევრები იცვლებოდნენ, თუმცა უცვლელი რჩებოდა ბენდის ლიდერი - ცნობილი ვოკალისტი, პროდიუსერი და გიტარისტი ჟან პოლ მონიკი, რომლის სასცენო სახელწოდებაა ბლუი.
MOKUMOKU 2014 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფია. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა მოიცავს ჰიპ-ჰოპის, ჯაზისა და ფანკის ელემენტებს. დღეისთვის ბენდს 3 ალბომი აქვს გამოცემული: Blues Build The Temple (2015 წ.) Black Heaven (2017 წ.) Chicago Marinade (2019 წ.) და რამდენიმე სინგლი, მათ შორის: „Sugar Glider", "Hako is Alive and She Is 59" და "Filip". MokuMoku-ს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა: MadCool Festival (2018 წ.) და Bristol Upfest (2017 წ.) ამჟამად ჯგუფი მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობს სახელწოდებით „Feast". ჯგუფის შემადგენლობა: ტატო რუსია - MC, ჯონდო ჯაფარიძე - MC, Turntables, ცოტნე გოგიტიძე - გიტარა, მიშო ელიავა - კლავიში, სანდრო მაისურაძე - ბას-გიტარა, ბაჩო ხოხიაშვილი - დრამი; დიმიტრი ლეკვეიშვილი - საქსაფონი (ტენორი და ნაზი ჭავჭანიძე - პერკუსია კემო - საყვირი.
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ოფიციალური დიჯეია - Dj-Machaidze.