"კაცი გუბერნატორი იყო უკრაინაში, მერე მოხსნეს და ქვეყნიდან გააძევეს. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ, როცა ხელში გარკვეული ბერკეტები ჰქონდა, ვერაფერი მოახერხა და საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ახლა შეძლებს?!
საზოგადეობას ჰგონია, რომ რაღაც ხდება. სინამდვილეში არაფერი არ ხდება. ერთი ფსიქიკურად შერყეული ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის პეცსამსახურებათან, დაპროწიალობს აქეთ-იქით, ეს არის და ეს“,- ამის შეასხებ “2020NEWS”-თან ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, უკრაინაში საქაართველოს მესამე პრეზიდენტს დიდი პრობლემები ელის.
"პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში არის არჩეული, მთლად საქმის კურსში არ უნდა იყოს იმ პროცესებთან დააკავშირებით, რომლებიც სააკაშვილთან დაკაშირებით განვითარდა, ზელენსკი უკრაინაში მაინც სხვა საქმეებით იყო დაკავებული. მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი საქმეში კარგად გაერკვევა, მიხვდება და საკუთარ გადაწყევეტიელბას კარგად შეფასებს.
სხვათაშორის, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული საქმე, ძირითადი მუხლი ეხება სახელმწიფო ღალატს, რაც გულისხმობს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირთან, აქედან გამომდინარე, უკრაინაში სააკაშვილს სერიოზული პრობელმები ალის“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
უკრაინის პრეზიდენტრმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.