ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 400 გ
გახეხილი ყველი - 150 გ
კვერცხი - 3 ცალი
ვაშლი - 1 ცალი
კიტრი - 2 ცალი
შინ მომზადებული მაიონეზი - ან არაჟანი - გემოვნებით
მარილი
კამა
მომზადების წესები
მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილად.
ყველი, კიტრი და ვაშლიც გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მარილი და აურიეთ.
მოასხით მაიონეზი ან არაჟანი.
მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
მოათავსეთ მაცივარში ცოტა ხნით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!