"შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, დაღლილ ვირს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს დაარქმევდა"

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს აკრიტიკებს.

"შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, დაღლილ ვირს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს დაარქმევდა.

მასთან შეხვედრაზე იმდენი სეტყვით დაზარალებული ნაცნობი სახე მომხვდა თვალში, ვისაც დღემდე შუბლზე და თვალის ქუთუთოებზე 41 აქვთ "დანაკოლკებული" და ოცნების დროშით დარბის, რომ (დანარჩენებმა რა დააშავეს თორემ) ალალია მათზე 200 ლარიანი კომპენსაცია ჰექტარზე“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.

სოციალისტი ამისთანა სახელმწიფოს დედა ვატირე ამას რომ აბლუყუნებს და ამისთანა პრესის, მერე რომ ტირაჟირებას უკეთებს მის "ბრძნულ" გამონათქვამებს!
5 წლის უკან