ძლიერ სიცხეს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ სიცხეს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ სიცხეს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი. ამის შესახებ The Weather Channel-ი წერს.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ოსაკისა და გუმის პრეფექტურებში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობამაც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერი სიცხის სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში 2000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.