ჩეხეთში პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ

ჩეხეთში პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ

ჩეხეთში მოქალაქეების ნაწილი პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ DW წერს.

ანტისამთავრობო აქცია ქალაქ ბრნოს ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მანიფესტანტები ანდრეი ბაბიშს კორუფციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნით აქციები ჩეხეთის ქალაქებში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლების მიზეზი კორუფციული სკანდალია. გამომძიებლების ინფორმაციით, ანდრეი ბაბიშმა 2007 წელს, საკუთარი ჰოლდინგის სასარგებლოდ, ევროკავშირის სუბსიდიები მიითვისა.

ბაბიში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.