“ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! მხარდაჭერას როცა გვთხოვდით, მაშინ მისაღები ვიყავით?-ფარისევლობაა ეს ყველაფერი”

“ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! მხარდაჭერას როცა გვთხოვდით, მაშინ მისაღები ვიყავით?-ფარისევლობაა ეს ყველაფერი”

” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის ლევან იოსელიანის განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება, რომლის თანახმადაც, იოსელიანი ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს შალვა შავგულიძეს არ დაუჭერს.

უგულავას თქმით, ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული.

“მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი (შესაბამისად ელისაშვილი). ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა ( რატომღაც ერთიანი კანდიდატი ყველას მხოლოდ თავის თავი წარმოუდგენია მაშინ რატომ არ “ჰკითხა თავის ამომრჩეველს” ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ – მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!. მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი,” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს და არც „ქართული ოცნების ” მაჟორიტარობის კანდიდატს, ლადო კახაძეს არ დაუჭერს.

როგორც იოსელიანმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძის მიმართ უდიდესი პატივისცემა აქვს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარი არც მას დაუჭიროს. მისი თქმით, მიზეზი ისაა, რომ შავგულიძემ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ისეთ გუნდს, რომლის ხედვებიც, იოსელიანის თქმით, მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.

tngh ვინმეს ხმები "დილეტანტ-პოპულისტი", ელისაშვილის სახვეწი, რომ გაუხდება, იმის საქმე კარგად არის...
5 წლის უკან