სააკაშვილი ხან უკრაინიდან მოდის, ხან ჰოლანდიიდან, ხან ზეციდან…ახლა მისამართის შანსი გაუჩნდა

სააკაშვილი ხან უკრაინიდან მოდის, ხან ჰოლანდიიდან, ხან ზეციდან…ახლა მისამართის შანსი გაუჩნდა

ჩემი მოლოდინი ასეთია – ვინც სააკაშვილს აქამდე იცნობდა, იცნობს, ვინც არ იცნობს, ის გაიცნობს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ საააკაშვილსთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

„ამ გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი, იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა. ჩემი მოლოდინი ასეთია – ვინც სააკაშვილს აქამდე იცნობდა, იცნობს, ვინც არ იცნობს, ის გაიცნობს. „ქართული ოცნებისთვის“ უკრაინის გადაწყვეტილება არაფერს მნიშვნელოვანს არ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ უკრაინასთან მეგობრობას ვაგრძელებთ და ამის გამო ურთიერთობებს ჩრდილი არ და ვერ მიადგება. ბევრჯერ მოგვისმენია სააკაშვილისგან 2012 წლის შემდეგ, რომ საქართველოში სამ თვეში ბრუნდება, ექვს თვეში ბრუნდება. ახლა უკრაინიდან მოდის, ხან ჰოლანდიიდან, ხან ზეციდან. ვხედავთ, სადაც არის, არის უმისამართოდ, მაგრამ ახლა მისამართის შანსი გაუჩნდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიხეილ საახალშვილს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა გუშინ აღუდგინა. სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.