ამ ხალხს შიგ ხომ არა აქვს?

ამ ხალხს შიგ ხომ არა აქვს?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ნოდია პარტია”გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სასაცილოა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“პირველი რეაქცია ამის წაკითხვაზე ესაა: ამ ხალხს შიგ ხომ არა აქვს? იაგო ხვიჩიას პირადად სულელად არ ვიცნობ, ეტყობა ჯგუფური პარტიული სიგიჟეა (group-think-ს რომ ეძახიან).

მაგრამ რაკი ამ პარტიას თუნდაც პატარა პროცენტი ადამიანებისა – (ძირითადად, საკმაოდ განათლებული და პატივსაცემი ხალხი) სერიოზულად იღებს, მთლად ხუმრობაშიც არ მინდა გავატარო.

სისულელე პირველი: რახან მაშინ დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ, ახლა ის არ უნდა ვიზეიმოთ. კი ბატონო, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ვერ გავუმკლავდით, თუმცა სხვაზე გაცილებით უფრო ვიბრძოლეთ (ბალტიისპირელებმა არც კი იბრძოლეს, ისე დათმეს დამოუკიდებლობა 1940 წელს, არც იმათ უნდა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე?) საქართველოს და რუსეთს შორის სამხედრო ბალანსის განსხვავება და ნულოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა, მე მგონი საკმარისად ხსნის, რატომ ვერ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, ამის გამო თვითგვემა სასაცილოა.

1918 დღის 26 მაისის მნიშვნელობა ისაა, რომ საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ნება გამოხატა, და რომ მან საკმაოდ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა შეძლო, რომლის არსებობა მხოლოდ ძალადობით შეწყდა. 26 მაისის პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მორალური საფუძველი იყო იმისა, რომ როგორც კი გარე ძალადობის წნეხი შესუსტდა, დამოუკიდებლობის აღდგენა კვლავ გახდა ეროვნული დღის წესრიგის ნომერ პირველი პუნქტი. ამიტომ დიახ, უნდა ვიზეიმოთ.

სისულელე მეორე: რაკი მთავრობა არ მოგვწონს, დამოუკიდებლობა არ უნდა ვიზეიმოთ. აქაც მიჭირს სერიოზულ ფარგლებში კამათი იმაზე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის მონა ხარ თუ ბიძინასა (სულა არ მგონია თავი ბიძინას მონა, ეს კიდევ სხვა საკითხია). მე მგონი, ამას საფუძვლად უდევს გირჩულ-ანარქისტული გაგება (რომელსაც ლიბერტარიანელობა აბსურდამდე მიყავს და სახელს უტეხს), რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, აპრიორი რეპრესიის იარაღია, და რა განსხვავებაა, უცხო დამპყრობლის “მონა” ხარ თუ შენივე არჩეული ხელისუფლების.” – წერს ნოდია

სოციალისტი მაგარი სულელური სტატიაა, როგორც ავტორს შეეფერება!!!
5 წლის უკან