საბანკო ბარათების არსებობის პირობებში, თანდათან ვცდილობთ, ნაღდი ფულისგან გავთავისუფლდეთ და საფულეც შინ დავტოვოთ, რადგან თანამედროვე ადამიანის საქმიან ცხოვრებაშიც ნელ-ნელა კიდევ უფრო და უფრო აქტიურად შემოდის ინტერნეტ გადახდების როლი და მნიშვნელობა.
წარმოიდგინეთ, დილით შინიდან გასვლამდე რამდენი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი: უნდა ადგეთ, მოწესრიგდეთ, ისაუზმოთ, ყავა დალიოთ, ამასობაში კი, ამა თუ იმ გადასახადის გამო რიგში დგომა რომ დაგჭირდეთ, რამდენ დროს დაკარგავთ მხოლოდ და მხოლოდ ლოდინში?
ხომ არაა დრო, ინტერნეტით გადახდის სერვისებს გადახედოთ? ამით მხოლოდ დრო კი არ დაგეზოგებათ, სიმშვიდეს და კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ და ერთ, დიახ, მხოლოდ ერთ წუთში გადაიხდით კომუნალურ გადასახადს, ან, თუნდაც, შეიძენთ სასურველ ნივთს.
ონლაინ გადახდა vs გადახდის აპარატები
ის, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობას მობილურ ტელეფონშიც ხელმისაწვდომი აქვს ინტერნეტი, ერთიორად ამარტივებს გადასახადებთან, ფულად გადარიცხვებთან ან, მაგალითად, ტაქსის გამოძახების სერვისთან დაკავშირებულ საჭიროებებს.
ინტერნეტის წყალობით, სადაც გინდათ და როცა გინდათ მაშინ ისარგებლებთ გადარიცხვებით, შეამოწმებთ ბალანსს და შეივსებთ ელექტრონულ საფულეს.
ცხადია, ყველა ჩვენგანი ინტერნეტით არ ან ვერ სარგებლობს და ზოგს შედარებით უფრო „ტრადიციული“ მეთოდები ურჩევნია. სწორედ მათთვის, ყველა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში სწრაფი გადახდის აპარატებია, ფაქტობრივად, იდენტური ფუნქციით - დაგეხმაროთ გადარიცხვის ან გადახდების განხორციელებაში ისე, რომ თქვენი ძვირფასი დრო დაზოგოთ.
TBC Pay, ანუ ყველაფერი ერთ სივრცეში
იცოდით, რომ TBC Pay-ს ორივე სერვისი აქვს: გადახდა ონლაინაც შეგიძლიათ და სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. სერვისების მრავალფეროვნების მხრივ, ცხადია, თანაბარი შესაძლებლობებია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ინტერნეტის პირობებში, მაშინ, როცა, შეგვიძლია სამსახურის შესვენების დროს მშვიდად დავლიოთ ყავა და თან გადავიხადოთ ყველა კომუნალური გადასახადი, შევივსოთ მობილურის ბალანსი ან საყვარელი წიგნი შევიძინოთ, არ ღირს რაიმე სხვა ალტერნატივის ძებნა.
TBC Pay სწორედ ის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თქვენსა და თქვენს საჭიროებებზე ზრუნავს, რომელიც თქვენს ინტერესებზეა მორგებული და რაც მთავარია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.