2019 წლის 29 მაისს 13:00 საათზე მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართება შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს წარუდგენს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაციას. დამსწრეებს სქემის მონაწილის პროცედურებზე, ბენეფიტებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე გაუზირებს ინფორმაციას. შეხვედრა ინტერაქტიული იქნება და მონაწილეებს ყველა არსებულ კითხვაზე გაეცემათ პასუხი. მსგავს შეხვედრებს საპენსიო სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგრძობს.
საკონტაქტო პირი მაგდა კოტრიკაძე 599070907