მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი

"მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო, შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის კუთხით დადებითი ნაბიჯი გადადგა.

"ევროპული საქართველო" არასდროს ჩარეულა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარესზე, დეოკუპაციისთვის, ჩვენი ნატო-სა და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის.

მაგრამ, ცხადია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი და დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგა.