21-26 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“, „კარწახი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის, თურქეთის, პოლონეთის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (279 აბი) და ფსიქორტოპული (190 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.