ინგრედიენტები
ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი, 2 სმ სისქის - 800 გ (4 ნაჭერი)
პრასი - 2 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
მარილი და პილპილი
ზეთი
მწვანე ხახვი - მოსაყრელად
მომზადების წესები
ხორცის ნაჭრებს დავაწუროთ ლიმონი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავუმატოთ გამოწურული ლიმონის ნაჭრები და 2 საათით მაცივარში დავდოთ.
სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ ჩავუმატოთ მსხვილად დაჭრილი პრასი, შევდგათ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.
მზა ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გარნირად ძალიან უხდება კარტოფილის პიურე ან ახალი ბოსტნეულის სალათა. მაგალითად, ავოკადო სალათა ყველით.