„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში, იმ რეფორმის გაცნობაში, რომელიც თქვენ მომავალს აუცილებლად შეეხება. თქვენ ხართ რეფორმის უშუალო ბენეფიციარები, შესაბამისად ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეს როგორც იმ სარგებელზე, რაც ამ რეფორმამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და თითოეულ თქვენთაგანს, ასევე იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებაში საკმაოდ ფართო დისკუსია მიდის. საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმა, რომელსაც სჭირდება რწმენა ამ ქვეყნის მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა უსაგნო გახდება, იმიტომ რომ თუ არ გვჯერა რომ სახელმწიფო განვითარდება და საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი თქვენი თაობის დროს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთული იქნება სრული სურათი წარმოვიდგინოთ იმ სარგებლის, რაც შეიძლება რეფორმამ მოიტანოს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.