აშშ-ში ხსოვნის დღეზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში ხსოვნის დღეზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩიკაგოში ხსოვნის დღეზე სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ CBS News-ი წერს.

ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ჩიკაგოში 1,200 პოლიციელი პატრულირებს. ქუჩებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გამოცემის ინფორმაციით, 5 ადამიანის მკვლელობის ფაქტზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

დღეს აშშ ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებენ პატივს. ხსოვნის დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, 1868 წელს აღინიშნა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.