„მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა

„მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა

„მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა

“ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეული“ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, თანამედროვე, ეფექტური ვიზუალით წარსდგა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ „მზარეულის“, როგორც ბრენდის მიზანია ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს. რამდენიმე ათეული დასახელების ნახევარფაბრიკატი, რომელსაც კომპანია აწარმოებს რამდენიმე წუთი სჭირდება სახლში მოსამზადებლად. პროდუქტი მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება და  ოჯახურ პირობებში მომზადებული კერძების გემოს მოგაგონებთ. ხარისხიან პროდუქტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია როგორი მასალით იფუთება იგი.

უფრო დეტალურად ბრენდის და განახლებული შეფუთვების შესახებ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრი ანა კოშაძე გვესაუბრა:

რა შეიცვალა „მზარეულის“ ახალ შეფუთვაში?

დაიხვეწა ვიზუალი და შესაბამისად, შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო, შეფუთვის ფორმა. კომპანია მრავალი წელია უმაღლესი ხარისხის შესაფუთ მასალებს იყენებს, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პროდუქტის საგემოვნო თვისებების შენარჩუნებას. ამავდროულად, ახალი შეფუთვები ტრანსპორტისრებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული გახდა, მარტივია ვადის კონტროლი.

როგორი უნდა იყოს ნახევარფაბრიკატების შესაფუთი ხარისხიანი მასალა?

ბრენდის მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, რომლებიც თავისი საგემოვნო თვისებებით და შემცველობით ტოლს არ დაუდებს ოჯახურ გარემოში მომზადებულ კერძებს. ამ მიზნის განხორციელებაში შეფუთვას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

ზოგადად, მასალა და დანადგარი, რომლითაც ნახევარფაბრიკატები იფუთება, შექმნილია იმისთვის, რომ პროდუქცია მავნე ზემოქმედებისგან, როგორიცაა გამონაბოლქვი, მტვერი, ჭუჭყი და სხვა დამაბინძურებლები, მაქსიმალურად იყოს დაცული. ამავდროულად, ხარისხიანი შეფუთვა პროდუქტს კვებით ღირებულებებს უნარჩუნებს. არ ხდება პროდუქტის გამოშრობა, შემცველი ვიტამინების, კვებითი ღირებულებებისა და სასარგებლო თვისებების დაკარგვა. შესაფუთი მასალის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია შეფუთვაში დაცული იყოს შესაბამისი ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებას.

უხარისხო მასალით შეფუთვამ შეიძლება პროდუქციის დაკნინება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად, თუ შესაფუთი მასალა ვერ აკავებს და ატარებს ქალაქის მავნე გამონაბოლქვს, თუნდაც ატმოსფეროს დამაბინძურებელ აგენტებს, პროდუქტის ვარგისიანობის პრობლემა იქმნება.

„მზარეულის“  ფართე ასორტიმენტი წარმოდგენილია,  როგორც ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული ქართული სამზარეულოთი ასევე ევროპული რეცეპტურით დამზადებული კერძებით.  ვფიქრობთ ნებისმიერი მომხმარებელი თავის საყვარელ გემოს აღმოაჩენს 26 დასახელების პროდუქციაში.