ისრაელმა სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბა

ისრაელმა სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ანტისარაკეტო სისტემები დაბომბა. ისრაელის სარდლობის განცხადებით, ესაა საპასუხო რეაქცია, რომელიც სირიის მხრიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისკენ რაკეტების გაშვებას მოჰყვა.

„ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა: არ ვართ მზად, მოვითმინოთ ნებისმიერი სახის აგრესია ჩვენ წინააღმდეგ. ვუპასუხებთ ძალისმიერად და აგრესიულად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად, დაღუპულია ერთი სამხედრო, ერთი კი დაშავდა. სირია ისრაელის ქმედებებს აგრესიად აფასებს.

ისრაელის მტკიცებით, სამხედრო თვითმფრინავი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, როცა სირიის ანტისარაკეტო სისტემებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს.