მომზადების დრო: 90 წუთი
ულუფა: 10
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზამდე.
დააფინეთ ტორტის გამოსაცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღლადი.
კარაქი გაადნეთ და დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი, ურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება.
ყავა გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ ვანილინი და მარილი. მიღებული მასა დაუმატეთ შოკოლადის მასას.
ამასობაში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად 5 წუთის განმავლობაში (მასა უნდა გაორმაგდეს). დაუმატეთ კაკაო და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შეაერთეთ 2 მასა და გადაიტანეთ ტორტის ფორმაში. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.
მუსისთვის: თეთრი შოკოლადი დაამტვრიეთ, დაუმატეთ ნაღები და გამაფხვიერებელი. მოათავსეთ 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში და ინტერვალებში რამდენიმეჯერ მოურიეთ. ამასობაში ათქვფიეთ კვერცხის გული შაქართან ერთად თერმოგამძლე ჯამში. დადგით წყლის აბაზანაზე და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ თეთრი შოკოლადის მასა.
დაუმატეთ 2 ს/კ ნაღები, მოურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
დანარჩენი 1,5 ჭიქა ნაღები ათქვიფეთ ჰ აეროვანი მასის მიღებამდე. ათქვეფილი ნაღების 1/3 დაუმატეთ თეთრი შოკოლადის მასას, შემდეგ დანარჩენიც შეათქვიფეთ.
მუსი გაანაწილეთ გაგრილებულ ტორტის ბისკვიტზე და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. მორთეთ კაკაოს ფხვნილით.