ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილმა წევრმა, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მან ხმათა 65,86% დააგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ნაუსედას ოპონენტმა, სეიმის დეპუტატმა ინგრიდა შიმონიტემ, რომელიც კენჭს კონსერვატორებიდან იყრიდა, ხმათა 32,86% მიიღო. მან ნაუსედას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უკვე მიულოცა.

2009 წლის ივლისიდან, ლიეტუვის პრეზიდენტის თანამდებობა დალია გრიბაუსკაიტეს ეკავა, ის ორი ვადით იყო არჩეული, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კი არ ჰქონდა.