სასამართლომ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და კოდუას საქმეზე განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და კოდუას საქმეზე განაჩენი გამოიტანა

ვალერი გელაშვილის ადვოკატი კახა კოჟორიძე სასამართლოს  გადაწყვეტილების შესახებ FACEBOOK-ის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. ადვოკატი წერს, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ.

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტიელებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. მოსამართლე – ინგა კვაჭანტირაძე“, – წერს კახა კოჟორიძე.

უ ც ხ ო :
დაგიქცევიათ ეს უბედურები! - სად უნდა იშოვონ ამხელა თანხა, უმუშევრებმა? არადა, რა გული მოუთმენთ, რომ არ გადაიხადონ!..:)
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
დაგიქცევიათ ეს უბედურები! - სად უნდა იშოვონ ამხელა თანხა, უმუშევრებმა? არადა, რა გული მოუთმენთ, რომ არ გადაიხადონ!..:)
5 წლის უკან
უ ც ხ ო ეს რა დაიწყო ამ საიტმა - ერთხელ დააჭერ "გაგზავნის" ნიშანს... ბუქსაობს, ბუქსაობს და მერე ორჯერ დადებს!
5 წლის უკან