ბესელიას პარტიას ალბათ ასე ჰქვია - ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გაასაჯაროვოთ, სხვისი შეიძლება

ბესელიას პარტიას ალბათ ასე ჰქვია - ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გაასაჯაროვოთ, სხვისი შეიძლება

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტია "კანონი და სამართალი“ დააფუძნა, ეკა ბესელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებას სოციუალურ ქსელში ეხმაურება.

"ეკა ბესელია გამოდის ახლა - მესამე ძალას ვქმნიო (დედას გეფიცებით, მართლა ასე თქვა). ეს ის ადამიანია, მურუსიძის გამო, სულ ცოტა ხნის წინ, თავს რომ "იკლავდა". იცავდა "რუსთავი 2“-ის ეთერში და ყველანაირად ხელი შეუწყო მის აღზევებას და 7 წლის მანძილზე ყველაფერზე რომ ხელი მოაწერა ამ მავნებელ ხელისუფლებასთან ერთად! პარტიას არ ვიცი რა ჰქვია?!სავარაუდოდ ალბათ ასე ჰქვია:

" ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გაასაჯაროვოთ - სხვისი შეიძლება! ვაი ჩვენს პატრონს- ვ.ჩ.პ. ბიძინა ივანიშვილო !!!! არ გამოვა ეგ ამბავი!!!“- წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას “სამართლიანობისთვის” აფუძნებს.

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან.

 

სოციალისტი წავიდა პარტიების მასობრივი გაგორება, ბეშ-ოთხი, შაშუ-ბეში.. ჩარ-იაქე... ახლა ამ თაკოს მესამე ძალა მე ვარო პრეტენზიები აქვს, არადა მხოლოდ მიშას და გრიშას თაყვანისმცემლობას ქაჩავს!! )))
5 წლის უკან