ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას “სამართლიანობისთვის” აფუძნებს. უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან.
ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებულ უსამართლო მდგომარეობას ასახელებს.
„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება და პარტია 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლება, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის... პარტია დაფუძნდება 20 ივნისს, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თანამოაზრე,“ - განაცხადა ბესელიამ.