საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საქართველოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„რა გულმა უნდა გაგიძლოს, როდესაც ხედავ... ქვეყანას, ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ტიპები, რომელთაც ცხოვრებაში თითი არ აუტკივებიათ მისთვის... რიხიანად, ომახიანად, შარვალ-კოსტიუმ-ჰალსტუხებში ჩამსხდარნი გვილოცავენ ისინი, ვინც ამ ხალხის ხარჯზე და მისი კუთვნილი ქვეყნის მითვისებით მოიწყო ცხოვრება, განახორციელა აქ სრული ეკონომიკური და პოლიტიკური აპარტეიდი, 1992 წლიდან დღემდე მომჯდარია სახელმწიფო ბიუჯეტს სანათესაოებიან-კლანებიანად და სურთ ეს საზეიმო განწყობა მათ მიერ დამონებულმა, გაპარტახებულმა ხალხმაც გაიზიაროს...
ე.წ. ელიტა, რომელმაც მიყიდა და მზადაა კვალავაც მიყიდოს ყველა კარგად გადამხდელს ეს დამოუკიდებლობა, მისი და სხვისი წილი ქვეყანა, როგორც ჩვენი ისტორიის საუკეთესო ტრადიციებში! ისიც საინტერესოა, ნეტავ ერთმა "გალსტუკიანმა პეპელამ" მაინც თუ იცის როგორ, რატომ და რა ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა? და ეს უნდა გვიხაროდეს? უნდა გვიხაროდეს ამ ნაძირლების და გარე მტრების მიერ განიავებული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა? ვისაც გინდათ პური და სანახაობა, შეგარგოთ, მე არ მიყვარს თავის მოტყუება“, აღნიშნული პოსტი ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გასულ წელს დაწერა.
თუმცა მისი თქმით, სიტუაცია არც წელს შეცვლილა.