“…20 მილიონი ლარი “დაყაჭოს”! – ამ ტელევიზიას გვარამიასგან დასვენება სჭირდება”

“…20 მილიონი ლარი “დაყაჭოს”! – ამ ტელევიზიას გვარამიასგან დასვენება სჭირდება”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი გვარამიასთან და რუსთავი 2 – თან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს:

“გვარამიამ იცის, რომ სტრასბურგის ერთი მოსამართლის მიმართ უნდობლობით მთელი სასამართლოს რეპუტაციას აყენებს ეჭვქვეშ.

გვარამიამ ისიც იცის, რომ ლადო ჭანტურია, როგორც საქართველოდან წარდგენილი მოსამართლე, მონაწილეობას ვერ მიიღებს წარმდგენ ქვეყანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

გვარამიამ ზუსტად იცის, რომ ამ საქმეში მართალი არ არის; ზუსტად იცის, რომ მისი მზე ჩაესვენება და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინსტიტუტი გასვაროს.

რაც შეეხება გაკოტრებას, “რუსთავი 2” ვალდებულია, კანონის მოთხოვნა შეასრულოს და ბიუჯეტის დავალიანება – 20 მილიონი ლარი “დაყაჭოს”!

“რუსთავი 2″ არ უნდა დაიხუროს და არც დაიხურება, გვარამიასგან დასვენება კი მართლაც სჭირდება ამ ტელევიზიასაც და საზოგადოებასაც.”