“ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“

“ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც დამოუკიდებლობის აქტი იქნა მიღებული და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მე დღეს ვიმყოფები მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლესთან , სადაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. რეზონანსული პროგრესული დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა თავისუფლების მოყვარული ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“,  – ნათქვამია ვიდეო მიმართვაში, რომელსაც ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.