"გოგაშვილი ძირს დაგდებული ფართხალებს, მასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა"

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის ტელეინტერვიუს ეხმიანება:

„მე ვიცი, რომ ყველა ჩემი ფეხის ნაბიჯი კონტროლდება. ყველა ჩემი ტელეფონზე საუბარი იწერება. ის ამოგდებული ჩანაწერი, რომელსაც ჩემს ძმიშვილთან ერთად ვსაუბრობ, ამ კარავშია ჩაწერილი.

განადგურება შეიძლება რამდენიმე მეთოდით, რომელი მეთოდითაც ვაპირებ მის განადგურებას და ამას გავაკეთებ, პოლიტიკური მეთოდით… მისი მამის საფლავიც მჭირდება, მისი შვიდივე პატრონის საფლავიც მჭირდება, მისი მთელი მოდგმაც მჭირდება, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მტერი. ის რაღაცას იძახის, ბჟუტუნებს, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს, მე ყასაბი კი არ ვიყავი ბაზარში. თუ სადმე იარაღია ნახსენები, თუ სადმე ასაფეთქებელია ნახსენები, ისინი ჩემს ლაპარაკს არ ჩაიწერდნენ.

ეს ძირს დაგდებული ფართხალებს. ამასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. ეს არ არის ღირსეული მოწინააღმდეგე", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.