საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს

საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი დღეს კომპანია „სარაჯიშვილის" წარმომადგენლებს შეხვდა და საპენსიო რეფორმის დადებითი ასპექტები გააცნო. დამსწრეებს სქემის მონაწილის პროცედურებზე, ბენეფიტებზე უამბო და საერთაშორისო გამოცდილებაზე ესაუბრა. შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას 200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა სქემაში, მათ გაიაზრეს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და ის დიდი სარგებელი რაც გრძლვადიან პერსპექტივაში ყოველ მოქალაქეზე აისახება."- განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა