იმ ადამიენებზე, რომლებსაც მიზანმიმართულად შეჰყავდათ შეცდომაში მალხაზ მაჩალიკაშვილი, აუცილებლად მივცემ ჩვენებას

იმ ადამიენებზე, რომლებსაც მიზანმიმართულად შეჰყავდათ შეცდომაში მალხაზ მაჩალიკაშვილი, აუცილებლად მივცემ ჩვენებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შესახებ სატელევიზიო ეთერში საუბრობს. გოგაშვილის თქმით გარდაცვლილი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები კონკრეტულმა პიროვნებებმა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში და მათი შვილის მკვლელობაში სოსო გოგაშვილის მონაწილეობა დააჯერეს.

“იყო მითქმა მოთქმა, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი, რომ მას შურისძიება უნდოდა, რა მნიშვნელობა აქვს, ტერორისტული აქტი უფრო მძიმეა და მკვლელობა არ არის მძიმე? ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. მე ძალიან ფრთხილი მინდა ვიყო სიტყვებში, მე ვტქვი რომ ის არის პოტენციური ტერორისტი, იმიტომ რომ მან დაგეგმა დანაშაული.

აუდიო ჩანაწერში ასახულია ტერორისტული აქტის მზადების პროცესი, როდესაც ესაუბრება ძმის შვილს, ინსტრუქტაჟს აძლევს როგორ უნდა მოიქცეს, ეს უკვე მომზადების პროცესის დასაწყისია.

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მტკიცებულებები არსებობს, მე ვიცი რომ სხვა მტკიცებულებებიც არსებოს, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება. მიმდინარეობს გამოძიება, მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მოხდეს ამ ადამიანის დაჭერა, ამ გამწარებული, როგორც თვითონ ამბობს შურის მაძიებელი ადამიანის დაჭერა. მე მინდა რომ ეს ადამიანი და თავისი მეუღლე რამენაირად დავაბრუნო იმ წერტილამდე, როდესაც მას დაუწყეს ჩაწვეთება, რომ გოგაშვილმა გააკეთა ეს. ის ადამიანის მიხვდეს რომ მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია, ის დეზინფორმაცია რაც მას თავში ჩაუდეს და რაც  როგორც ჩანს დაიჯერა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ დაგეგმავდა მკვლელობას.

მასზე მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები, მოვა დრო და მე ამას ვიტყვი. იმ ადამიანებზე რომლებსაც მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავდათ მედიკოც და ვახაც.  ამ ადამიანებზე მე აუცილებლად მივცემ ჩვენებას, ეს არ არის ერთი ადამიანი.”– განაცხადა სოსო გოგაშვილმა.