„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითვალისწინებდა, დაკმაყოფილდა.
ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ყავლაშვილის თქმით, ფინანსური დაოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, დავა არბიტრაჟში დასრულდება, თუ სასამართლოში.
ადვოკატი აცხადებდა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემა სთხოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. „აქედან გამომდინარე, მივმართეთ სასამართლოს, რომლის საშუალებითაც ვითხოვთ ამ დოკუმენტაციის გადმოცემას“, - თქვა ადვოკატმა.