მთავრობამ ივანიშვილს

მთავრობამ ივანიშვილს "წითელ ნუსხაში" დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ იმერეთში ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში, ეს არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე.

„ჩვენს ოპონენტებსა და გარკვეულ მედიასაშუალებებს პოლიტიკურ ჭრილში გადაყავთ ეს თემა, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდა. სამწუხაროა, რომ ამხელა სპეკულაციები ხდება ისე, რომ ტექნიკური დეტალები არავის მოუკითხავს. ეს არის 2017 წლიდან დაწყებული თემა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა გადაწყდა ქუთაისის ტერიტორიაზე. მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ რეალურად იქ იყო დაზიანებული, გამხმარი ხეები, რომელთა ამოღება ისედაც ხდება და სანიტარულადაც საჭიროა. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებით, იქ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის უკვე არსებული პრობლემების გამოსწორებასაც“, - განაცხადა დავითაშვილმა.

Maverick კომენტარი მაინც გააკეთეთ, ან წაიკითხეთ რა სისულელეებს აკოპირებთ!
4 წლის უკან