„შალვა შავგულიძის ბანერები, სავარაუდოდ, თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს“

„შალვა შავგულიძის ბანერები, სავარაუდოდ, თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს“

“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის წევრებმა გუშინ, ღამით, თბილისში მელიქიშვილის, ჭონქაძის, ბარნოვისა და ასათიანის ქუჩებზე  შავგულიძის მხარდამჭერი საარჩევნო ბანერები გააკრეს, რომლებიც დღეს, დილით, ჩამოხსნილი დახვდათ.

"გუშინ ღამით შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის მიერ თბილისის ოთხ ქუჩაზე განთავსდა დიდი ბანერები შალვა შავგულიძის საარჩევნო რეკლამით. ამ დილით გაირკვა, რომ ოთხივე ქუჩაზე ბანერები, სავარაუდოდ, თბილისის მერიის სამსახურებმა მოხსნეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე, საარჩევნო კანონდებლობის ძალიან უხეში დარღვევა. არ არსებობს ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე. საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძირითადი ნორმატიული აქტია და რომელიც ამგვარი სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს, არ მიუთითებს, არ კრძალავს ხეებს ან სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას. აქედან გამომდინარე, ეს მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან იყო თვითნებური მოქმედება“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

 

სოციალისტი აი ახლა ამის შემდეგ ან ამ ბარამიძეს, ან მის შავგულიძეს მიდი და ელაპარაკე??!! იმ ბანერებს რომ კიდებდით თუ აყენებით მერიასთან არ უნდა შეგეთანხმებინათ? და თუ ფული იყო გადასახდელი (მე არ ვიცი) არ უნდა გადაგეხადათ?! ერთი გამოახედა ჩვენს ულვაშას ერთი კვირით, მერე ნახავდით თქვენ გამოხატვის თავისუფლებას!
4 წლის უკან