ზუგდიდის არჩეული მერი პლაკატებისგან ქალაქს ასუფთავებს

ზუგდიდის არჩეული მერი პლაკატებისგან ქალაქს ასუფთავებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ შვილთან და ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

შენგელიას განცხადებით, სააგიტაციო პლაკატებისგან ​ ქალაქისა და სოფლის ყველა ქუჩა გასუფთავდება.

პლაკატების ჩამოხსნის და გასუფთავების პროცესში ასევე ჩართულია ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი და ადგილობრივი ხელისუფლება.