მექსიკაში კორუმპირებულების ქონებით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან

მექსიკაში კორუმპირებულების ქონებით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან

მექსიკის ხელისუფლება კორუმპირებული პოლიტიკოსების და ბანდიტური დაჯგუფების წევრების ძვირადღირებულ ავტომობილებს აუქციონზე გაყიდის და შემოსული თანხით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარება. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

დახმარების პროგრამას „რობინ ჰუდი“ ჰქვია. მთლიანი თანხა მუნიციპალიტებებს გადაერიცხებათ და ის სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

„ყველაფერი, რაც ჩამოვართვით დამანაშავეებს, ხალხს დაუბრუნდება, პირველ რიგში კი ღარიბებს"- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.

პირველი აუქციონი, სადაც 82 მარკის ძვირადღირებული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი, 26 მაისს პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართება.

ლოტებს შორის ავტომობილების გარდა 3 სახლიცაა, რომელიც ყოფილ პოლიტიკოსს ეკუთვნის.