მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ ბანერების გაკვრის და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა რეაგირება

მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ ბანერების გაკვრის და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა რეაგირება

„ევროპულ საქართველოს“ არ ჰქონდა ბანერების გაკვრის არანაირი უფლება და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა რეაგირება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა „ევროპულ საქართველოს“ ბრალდებას, რომ შალვა შავგულიძის საარჩევნო რეკლამები თბილისის ოთხ ქუჩაზე ჩამოხსნეს.

„უკანონობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხებთ კანონიერებით. მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ ბანერების გაკვრის და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვა რეაგირება. მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. უკანონობა ქალაქში არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბის წევრებმა გუშინ ღამით, თბილისის ქუჩებში - მელიქიშვილი, ჭონქაძე, ბარნოვი, ასათიანი - შავგულიძის მხარდამჭერი საარჩევნო ბანერები გააკრეს, თუმცა დღეს დილით ჩამოხსნილი დახვდათ.