ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ

ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ

„თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

„გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“ - ამბობს საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტი.

ვის მიიჩნევს მარგველაშვილი „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ კონკურენტად? ამ საკითხს ყოფილი პრეზიდენტი ასე აფასებს:

„დღეს ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაც მესამეა. და ნაციონალური მოძრაობისთვისაც მთავარი კონკურენტი ვიღაც მესამეა. ორივეს აქვს შესაძლებლობა, როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს ეს ნერგი,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

 

 

Maverick ეს ნერგი საშუალო კლასია, რომელსაც შეგნებულად ფესვებში კლავს პოზიციაც და ოპოზიციაც!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან