"სურხაი ჰუსეინოვის საქმე არ უნდა შერჩენოდა ნიკა ჩიქოვანს და დღეს ამდენს ვერ გაბედავდა"

სურხაი ჰუსეინოვის საქმე არ უნდა შერჩენოდა ნიკა ჩიქოვანს, ხორცის ბიზნესიდან რომ გააქცია ღარიბაშვილის ნათესავებთან ერთად - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს.

როგორც კილაძე წერს საქარელოში, მუშები დაცულები არ არიან და მათი დაზღვევაც კი ფორმალურია.

„ჭიათურაში უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანეს რომ მუშაობა განაახლონ და მოშიმშილეები ფეხებზე დაიკიდეს. აზერბაიჯანელი ბიზნესმენის სურხაი ჰუსეინოვის საქმე არ უნდა შერჩენოდა ნიკა ჩიქოვანს,ხორცის ბიზნესიდან რომ გააქცია ღარიბაშვილის ნათესავებთან ერთად და დღეს ამდენს ვერ გაბედავდა!

ჩვენ ხომ ქვეყანა აღარ ვართ,არსად ასე დაუცველი არაა მუშახელი. დაზღვევაც კი ფორმალური აქვთ, კალაძის ძმაკაცის კომპანია"უნისონში", როგორც წესი უბედური შემთხვევის დროს ისევ მუშა გამოყავთ დამნაშავე და არ უნაზღაურებენ თანხას“, - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად 2016 წლის 11 მაისს ნიკოლოზ ჩიქოვანი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა ამერიკულმა კომპანია "Georgian American Alloys"-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია, თუმცა როგორც იმ პერიოდში კულუარად საუბრობდნენ ნიკოლოზ ჩიქოვანის ამ თანამდებობაზე დანიშვნას გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ და გიორგი გახარია ლობირებდნენ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მაღაროელები უკვე მეერვე დღეა მოითხოვენ.

17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა „2020NEWS"-თან განაცხადა, დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია, რის საფუძველზეც ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

რის შემდეგაც აქცია უფრო მაშტაბური გახდა, გაფიცულებს მოსახლეობაც შეუერთდათ და მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს, ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა.

“ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. რამდენიმე გაფიცულმა მაღაროელმა პროესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა