"პირადად ვპირდები, ჩავალპობ ციხეში"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მან სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე თავისი კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ იფიქროს უმაღლეს ინსტანციაზე. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და მიქაუტაძეს ურჩია, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„გიორგი მიქაუტაძეს მინდა, პერსონალურად მივმართო და ვურჩიო, გადაიფიქროს, თუ ამაზე ფიქრობს, ნუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ხელისუფლება შეიცვლება 2020 წელს და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თუ გიორგი მიქაუტაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და გახდება უზენაესი სასამართლოს წევრი, მერე მოხვდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ესე იგი, საპატიმრო დაწესებულებაში და პირადად ვპირდები მიქაუტაძეს, რომ ჩავალპობ ციხეში, სადაც რეალურად, მისი ადგილია, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა "36- გრადუსში" ფოფხაძემ.