"ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანთან შედგა შეთანხმება, გარეჯში გზის გაყვანა შეწყდა"

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი,  დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სასწრაფო მიმართვას აქვეყნებს:

"ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის  მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ამგვარად უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან".