სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება.

ამის შესახებ მანამდე სააკაშვილმა თავად ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. მან უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა და თხოვნით ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით შესაბამისი მიმართვა უკვე წარადგინეს.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც მან 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.