გეგა შენგელიაში ზუგდიდელებმა საქმის რელურად გამკეთებელი პოლიტიკოსი დაინახეს და შესაბამისად ნდობაც გამოუცხადეს

გეგა შენგელიაში ზუგდიდელებმა საქმის რელურად გამკეთებელი პოლიტიკოსი დაინახეს და შესაბამისად ნდობაც გამოუცხადეს

ზუგდიდში  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გეგა შენგელია  ძალიან კვალიფიცირებული ადამიანია. ზუგდიდელებმა მასში საქმის რელურად გამკეთებელი პოლიტიკოსი დაინახეს და შესაბამისად ნდობაც გამოუცხადეს” - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტვ პირველის თოქშოუში „პირველები“.

"სადმე გაგიგიათ, რას სთავაზობენ ამომრჩეველს ოპონენტები? ისინი მხოლოდ იმას პირდებიან, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და იქნებიან თვითონ. ზუგდიდში რომ ჩახვალ, იმ ადამიანებს უნდა უთხრა, ფაროსანას რამდენ ხანში გაანადგურებ. რა რეფორმებს ჩაატარებ და რა გეგემები გაქვს. სამეგრელოში მოსახლეობამ ჩვენში დაინახა ფაროსანას დამმარცხებელიც, ანაკლიის პორტის ამშენებლებიც და რეფორმების გამტარებლებიც, ამიტომ იქ დიდი უპირატესობა გვაქვს. ზუგდიდს მეტი ყურადღება სჭირდება, არ იყო ეს ქალაქი გათამამებული ყურადღებით", - განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, მისი თქმით,  „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში სერიოზული სამუშაო ჩაატარა. მისივე თქმით, ზუგდიდში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებში ლომის წილი სამართალდამცველებმა შეიტანეს.

"ზუგდიდში უბნებთან პოლიცია რომ არ ყოფილიყო მობილიზებული, იქ არჩევნებში ვერ ჩატარდებოდა. ის ფაქტი, რომ პოლიცია იდგა ორგანიზებულად, ამას ჰქონდა გადამწყვეტი როლი. ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ასახელებენ, მათი მხრიდან რამე გადაცდომას"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა