დავით გარეჯზე მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ველოდებით შესაბამის განმარტებებს

დავით გარეჯზე მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ველოდებით შესაბამის განმარტებებს

ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ველოდებით შესაბამის განმარტებებს ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იმართება.

„ეს არის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. უმძიმესი მემკვიდრეობაა, რაც ჩვენ გვერგო, საბჭოთა მემკვიდრეობა. ყველა პრობლემა რა თქმა უნდა, ვერ მოგვარდება, ვერც ერთ და ვერც ორ რაუნდში, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ძალიან მგრძნობიარე საკითხები დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის, უმთავრესი რა თქმა უნდა, დავით გარეჯი და მის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციაა. ბუნებრივია, ეს ჩვენ ძალიან გვაღელვებს და ბუნებრივია, ამაზე ჩემი ინფორმაციით, ჯერ არ დასრულებულა მოლაპარაკებები, მაგრამ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია და ველოდებით შესაბამის განმარტებებს აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სურვილი და ასევე პარტნიორების სურვილი არის, რომ ეს შეთანხმებები იყოს ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სხვაგვარად არც შეიძლება, რადგანაც სტრატეგიული პარტნიორობა დიდწილად განსაზღვრავს ყველა საკითხს, რომელიც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

სოციალისტი თუ ამიერკავკასიის სამივე ქვეყანა კვლავ არ აღმოჩნდება ერთ სამხედრო - დესპოტურ იმპერიაში კავკასიის ლიბანიზაცია ანუ ჩვეულებრივ ისტორიულ რეჟიმში დაბრუნება გარდაუვალია. ახლა ამოვირჩიოთ სად ჯობს ჩვენი ყოფნა, სპარსეთის, თურქეთის თუ რუსეთის იმპერიებში?! აშშ-ს რომ შევჩივლოთ გარეჯის და ჩიჩხიტურის ამბავი დარწმუნებული ვარ საერთოდ ვერ გაიგებენ რაზეა ლაპარაკი!!! ))))
4 წლის უკან