ქართველი მინისტრისა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის კამათი ქართული ეკლესიების გამო

ქართველი მინისტრისა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის კამათი ქართული ეკლესიების გამო

„საპატრიარქოს უწყებანის" ახალ ნომერში სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით: „2004 წლიდან დღემდე არცერთ ქართველს ბერთუბნის მონასტერში ფეხი არ დაუდგამს", სადაც ერთ-ერთმა მინისტრმა აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე იკამათა.

მინისტრმა კითხვა დასვა, თუ აზერბაიჯანული მხარე აღიარებდა, რომ მონასტერი ქრისტიანული იყო, რატომ არ უშვებდა მეზობელი ქვეყანა იქ დამთვალიერებელს, რაზეც მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი იყო.

„მამაო, რამდენიმე წლის წინ „საპატრიარქოს უწყებანში" დავბეჭდეთ ინფორმაცია ბაქოში ჩვენი ერთ-ერთი მინისტრის ვიზიტისას აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შემდგარი კამათის შესახებ (მათ ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა, არცერთი მათგანი აღარ არის თანამდებობაზე). ამ შეხვედრისას აზერბაიჯანელმა მოხელემ მის ქვეყანაში (მათ შორის,საინგილოში) არსებულ ქართულ ტაძრებს „ალბანური ძეგლები" უწოდა. ქართველი მინისტრი შეეკამათა და უთხრა: ვთქვათ, ალბანურია, მაგრამ ქრისიანული ხომ არის? რატომ არ გახსნით ამ ტაძრებსო? - აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა „это политически вопрос". ამ პასუხში კარგად გამოჩნდა, რომ ჯერ საინგილოს ქართული ეკლესიების, ბოლო წლებში კი უკვე დავით გარეჯის „ალბანურ ძეგლებად" გამოხადება მხოლოდ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი და ისინი ქართული ისტორიული ძეგლები რომაა, ეს ბაქოშიც კარგად იციან

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

 

trampi მეგობარი..........
ვინა ჩვენი მეგობარი? გაზს რომ გვაძლევს იმიტომ არის მეგობარიი?
სამაგიეროდ ყველა მხრივ დედას გვტირობს, ეგ არის მეგობრობააა???
სიქტიმ ყველა მასეთი მეგობარი.....
განზრახ, მიზანმიმართულად, ამძიმებენ სიტუაციას და მაინც მეგობრები არიან??
საქართველოს, სოკარრთველოს ეძახიან და და ეგენი არიან კიდე ჩვენი მეგობრებიიი??
საინგილო????იქ რაც ტრიალებს ვითომ ეგ აქ არაფერიიიი??/
ვისაც ეგენი მოსწონს და ვინც მაგათ მეგობარს ეძახის, ღმერთმა არ გამოულით იმათ მაგეთი მეგობრები ..ალალიც იყოს....
კი მაგრამ...... რატომ ითვლება რომ მარტო რუსეთია ჩვენი მტერი(არის) და დანარჩენები კიდევ ყველა ჩვენი მეგობარი?
როგორ ახერხებენ ეგრე ცალმხრივად ტვინის გათიშვას, უბრალოდ ვერ ვიგებ.....
რუსეთის ჯინაზე ყველას მეგობარი როდემდე უნდა ვეძახოთ?/
მტერს თუ მტერი არ დააარქვი,..........
იმან 600 ეკლესიაო............ ამან გარეჯიო........
თურქეთი მეგობარი....... ერევანი მეგობარი........
არ მინდა ასეთი მეგობრები.......ბიჯოოოოოს!
მანამ სიმართლეს არ ვიტყვით და მანამდე ესე სირაქლემას პოზიციაში ვიქნებით.........................................მარტო მტკვარი-ღა დაგვრჩება
4 წლის უკან