ინგრედიენტები
მოხარშული მაკარონი - 300 გ (მცირე ზომის)
მოხარშული კვერცხი - 3 ცალი
ტკბილი წიწაკა - 2 ცალი
კიტრი - 1 ცალი
ნიახურის ღერები - 2 ცალი
ოხრახუში - 1 კონა
მდოგვი - 1 ჩ/კ
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
მაიონეზი - 4-5 ს/კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ნიახური, კვერცხი და წიწაკა დავჭრათ კუბებად.
გავფცქვნათ კიტრი, გამოვაცალოთ თესლი და ამავე ზომაზე დავჭრათ.
ოხრახუში წვრილად დავჭრათ.
მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და მდოგვი. ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ.