ინგრედიენტები
კვერცხი - 2 ცალი
კარტოფილი - 2 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კიტრი - 2 ცალი
პომიდორი - 2 ცალი
ბოლოკი - 4-5 თავი
მწვანე ხახვი - 1 კონა
არაჟანი - 3-4 სკ
მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშეთ კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო.
დაჭერით კუბიკებად კარტოფილი, კიტრი და პომიდორი.
სტაფილო და ბოლოკი დაჭერით თხელ რგოლებად.
მოათავსეთ ყველაფერი სასალათეში, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, შავი წიწაკა, უყავით არაჟანი, კარგად აურიეთ ერთმანეთს და თავზე მოაწყვეთ ოთხად გაჭრილი მოხარშული კვერცხი.