ნატო რუსეთს აფრთხილებს ევროპარლამენტის არჩევნებში არ ჩაერიოს

ნატო რუსეთს აფრთხილებს ევროპარლამენტის არჩევნებში არ ჩაერიოს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს აფრთხილებს. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის მცდელობას, რაიმე გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის არჩევნებზე, ალიანსის მხრიდან მყისიერი რეაქცია ექნება. ამის შესახებ daily star-ი წერს.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ევროპარლამენტის არჩევნებში ჩარევას კიბერთავდასხმის მეშვეობით შეეცდება, ნატო რეაგირებისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობების მთელს სპექტრს გამოიყენებს.

ევროპარლამენტის არჩევნები იწყება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 427 მილიონ ადამიანს აქვს.

ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.