ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა.

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ემოციები ვერ შეიკავა. ამის შესახებ BBC წერს.


კერძოდ, ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. მისი ტირილის ამსახველი ვიდეო კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.


Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.